"28 წლის ასაკში ცხოვრება თავზე დამენგრა" - ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - კვირის პალიტრა

"28 წლის ასაკში ცხოვრება თავზე დამენგრა" - ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლოში ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის 50 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და აბესაძე პტიმრობაში დატოვა.

როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ბრალდებულიც გამოვიდა.

"ზოგადად პოლიციის განყოფილებაში ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც იმიტომ, რომ ადამიანი ხიდიდან ხტებოდა და გადავარჩინე. არ წარმოვადგენ საზოგადოებისთვის საფრთხეს და შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პიროვნება პატივცემულო მოსამართლე. 28 წლის ასაკში, ფაქტობრივად, თავზე დამენგრა ცხოვრება. ეს არის დიდი ჩირქი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ეს ყველაზე დიდი სასჯელია ახლა ჩემთვის. მზად ვარ გამოძიებასთან ვითანამშრომლო", - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

იხილეთ ასევე: "ოთარ აბესაძე პაიკი იყო, რომელიც სასურველ ვითარებაში გაწირეს" - აბესაძის დაკავებას მერიის სხვა მაღალჩინოსნების დაკავებაც მოჰყვება?

"ინტერპრესნიუსი"