დანაშაული ოზურგეთში - მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა - კვირის პალიტრა

დანაშაული ოზურგეთში - მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა

ოზურგეთში მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი დაჭრა ოზურგეთში. როგორც „ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, საფანტის თოფით მივიდა.

"მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალბატონმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

"დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და სახის ქვედა კიდურების არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადეს კლინიკაში.

ბრალდებული დაკავებულია და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.