უსინათლო და მცირემხედველი ბავშვების მხარდაჭერისათვის, ორიენტაცია-მობილობის და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

უსინათლო და მცირემხედველი ბავშვების მხარდაჭერისათვის, ორიენტაცია-მობილობის და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტების მომზადება მიმდინარეობს

საქართველოში ორი ახალი სპეციალობის განვითარება დაიწყო - ორიენტაცია-მობილობის ინსტრუქტორი და ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი.

აღნიშნულმა სპეციალისტებმა ადრეულ ასაკში უნდა უზრუნველყონ უსინათლო და მცირემხედველიპირებისსწორი განვითარების მხარდაჭერა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოამზადონ, ასევე მშობლების კონსულტირება მათი შვილების სასიცოცხლო უნარების განვითარების მიზნით.

ამ სპეციალობების განვითარება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, გერმანული ფონდის დახმარებით, ორი წლის წინ დაიწყო. წელს გერმანული მხარის მონაწილეობით უკვე მეორე პროექტი ხორციელდება, რომელსაც ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა.

პროექტის შესახებ ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს ვესაუბრეთ.

- რას ეხება პროექტი და რატომ დადგა დღის წესრიგში მისი განხორციელება?

- პროექტი მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანების მხარდაჭერას ეხება. ზოგადად, საქართველოში არ არსებობდა სისტემა,პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვის ადრეული ჩარევის, ინტერვენციის განხორციელებას. სიცოცხლის პერველივე დღეებიდან ბავშვი მხედველობის საშუალებით გარემოდან დიდ ინფორმაციას იღებს, მათ შორის, დაკვირვების შედეგად ბევრ რამეს სპონტანურად, თავისთავად სწავლობს. ბავშვი გარემოსთან ურთიერთობას მხედველობით ახდენს, იმის გამო, რომ უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ გარემოსთან ურთიერთობას და მათ ესაჭიროებათ სამყაროს აღქმის და შეგრძნების დასწავლა. უსინათლო და მცირემხედველი ბავშვის განვითარების საუკეთესო ასაკში არ/ვერ ხდებოდა სპეციალისტების ჩარევა. სკოლას მოსწავლესთან (6 წლის ასაკში) პირველ რიგში უწევდა/უწევს დაიწყოს ბავშვის სასიცოცხლო უნარების განვითარებაზე, სივრცეში ორიენტაციაზე მუშაობა მუშაობა არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოში არსებობდნენ ისეთი სპეციალისტები, მომსახურება და პროგრამები რომლებიც მხარს დაუჭერენ მხედველობის პრობლემის მქონე ბავშვების განვითარებას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო შესაბამისი უნარების განვითარებას.

- როდის განხორციელდა პირველი პროექტი და რა შედეგებს მიაღწიეთ?

- 2016 წელს ამ მიმართულებით პირველად ჩაერთო გერმანული მხარე და ერთწლიანი პროგრამის ფარგლებში, თბილისში, ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები და სივრცეში ორიენტაციის ინსტრუქტორები მომზადდნენ. დღესდღეობით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ფუნქციონირებსაღნიშნული პროგრამა.

აღნიშნული სერვისის განვითარების საჭიროება დასავლეთ საქართველოშიც იდგა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც ორივე სახის მომსახურება ჭირდება, როგორც ადრეული პრევენციის, ისე სივრცეში ორიენტაცია-მობილობის. ამჯერადაც ჩაერთო გერმანული მხარე და გერმანელი სპეციალისტების დახმარებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყო ერთწლიანი სატრენინგო მოდულის განხორციელება. ამ პროცესში, ასევე, ჩაერთო ბათუმის ა. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და აქვს ინტერესი, რომ არსებული პროგრამა შემდგომში ინტეგრირდეს სასწავლო პროგრამებში. შეხვედრა გაიმართა აწრის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრთან ქალბატონ ინგა შამილიშვილთან, შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფომ დაინახოს აღნიშნული სერვისის მნიშვნელობა და თავის თავზე აიღოს განვითარებაზე პასუხისმგებლობა.

- რა ეტაპზეა ამჟამად ახალი, მეორე პროექტი და როგორ მოხდება პროგრამაში მონაწილეების სერთიფიცირება?

- პროგრამა ამჟამად ბათუმის უნივერსიტეტში მიმდინარეობს. სწავლების მეორე ეტაპზე, ოქტომბერში, კვლავ ჩაერთვებიანგერმანელი ექსპერტები და მათი დახმარებით მომზადდებიან სივრცეში ორიენტაციის სპეციალისტები. პარალელურად, იმ ჯგუფს, რომელიც გადის მომზადებას, ეყოლება ბენეფიციარი უსინათლო და მცირემხედველი ბავშვები, ვისთანაც იმუშავებს. პროგრამის ფარგლებში გერმანული სპეციალისტები მონაწილე სპეციალისტებს გაუწევენ კონსულტირებას და მუშაობის პროცესში მისცემენ რეკომენდაციებს. გაზაფხულზე ისინი თავიანთი შედეგებს ჩააბარებენ გერმანელ სპეციალისტებს და მოამზადებენ ანგარიშს. მონაწილეები მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ სერთიფიკატებს.

- რამდენი ადამიანი მონაწილეობდა უკვე განხორციელებულ პროექტში და ახალ პროგრამაში მათი რაოდენობა გაიზარდა?

- აქამდე განხორციელებულ პროექტში 15 ადამიანი მონაწილეობდა, მიმდინარე პროგრამაშიკი მათი რაოდენობა ოცამდე გაიზარდა.

- პროგრამაში მონაწილე ადამიანებს სად და როგორ შეეძლებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება?

- ჩვენ გვექნება ამ ადამიანების ბანკი. დღეს, უკვე საჯარო სკოლებშიც გაჩნდნენ უსინათლო აღსაზრდელები, რომლებსაც ესაჭიროებათ აღნიშნული მომსახურება როგორც ინტერვენცია ისე სივრცეში ორიენტაცია. ვგეგმავთ სკოლებში ადგილზე გავაგზავნოთ სპეციალისტები, რათა უსინათლო ბავშვებმაშეძლონ სკოლის სივრცეში, სახლში და სახლიდან სკოლაში ორიენტაცია და გადაადგილება ასევე სასიცოცხლო უნარების განვითარება.

-იყო თუ არა პრეცედენტი, როდესაც პროგრამაში მონაწილე ადამიანმა მიღებული ცოდნა სკოლაში პრაქტიკულად გამოიყენა?

- დიახ, ჩვენ გაქვს ამის პრაქტიკული გამოცდილება. 2-3 წლის წინ, ბათუმის მე-3 საჯარო სკოლაში მივიდა უსინათლო მოსწავლე დღეს ამ სკოლაში უკვე 3 უსინათლო მოსწავლე იღებსგანათლებას. ჩვენუზრუნველვყავით როგორც სპეციალისტების გაგზავნა, ასევე ადგილობრივი კადრების მოწვევა და გადამზადება.

- სტატისტიკურად, საქართველოში რამდენი უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეა?

- ჩვენ დაახლობით 50 უსინათლო მოსწავლეს ვითვლით. მცირემხედველი კიდევ უფრო ბევრია, დაახლობით 300-მდე მოსწავლე. ამასთან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ სისტემური განვითარებისთვის არა მარტო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არამედ სახელმწიფოს დონეზე შესაბამისმაუწყებებმაუნდა აიღონ პასუხისმგებლობა, სახელმწიფომ უნდა დაინახოს ასეთი ადამიანური რესურსის საჭიროება.

სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად ამ ქვეყანას ჰყავს მხედველობის პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა. გვიხარია რომ სფეროს განვითარების ჩანასახი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანული მხარის და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანის“ მხარდაჭერით უკვე გაჩნდა.

R