"ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის - კვირის პალიტრა

"ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას!" - ქეთი დოლიძე თუმანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის

რეჟისორი ქეთი დოლიძე თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

ამ პოსტზე მას ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე შეცვლის.

მომხდარს ქალბატონი ქეთი რამდენიმე "ფეისბუკსტატუსით“ გამოეხმაურა:

"SOS!!!!!

ნიკოლოზ რურუას ოფიციალურად ვულოცავ ჩემს მოხსნას! შეგისრულათ თქვენმა თანაპარტიელმა სურვილი და დავალება! და კიდევ იმ 10 მოღალატეს და მკვლელს ჩემს თეატრში, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა! ბრავო ნინელი! ბრავო, ზაზა!"

"5 წუთის წინ მანანა ბერიკაშვიკი ახალ ფეხსაცმელს ყიდულობდა ბათუმში! იმ სიკეთით გაცვითე, რა სიკეთეც ჩაიდინე! მკვლელბი ხართ! ბრავო! ჩააკითხე ნინელის, ზაზას და 10 მოღალატეს! მანდვე არიან, გრიგოლეთში! იზეიმეთ!

წავედი, ბერტოლუჩის უნდა ვუყურო!"

"გული მწყდება, რამდნეი მტერ ჰქოლია ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს".

იხილეთ ასევე: "ასე ადვილად არ დამთავრდება ეს ამბავი" - რატომ გაუშვეს ქეთი დოლიძე კინომსახიობთა თეატრიდან?