"ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი ბიჭი ჩამოდიოდა, ველოდებოდით აქ ცოცხალს..." - ვინ არის შვეიცარიაში მოკლული ქართველი? - კვირის პალიტრა

"ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი ბიჭი ჩამოდიოდა, ველოდებოდით აქ ცოცხალს..." - ვინ არის შვეიცარიაში მოკლული ქართველი?

შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, გარდაცვლილის თანასოფლელი და მეგობარია.

მოკლულ ვაჟა კაციაშვილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ორივე ახალგაზრდა შვეიცარიაში 2 თვის წინ წავიდა და ლტოლვილად ჩაბარდა. ისინი გურჯაანიდან არიან.

მოკლული ქართველის ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს.

ვაჟა კაციაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი სამშობლოში ჩამოსვლას გეგმავდა. მისივე თქმით, შვილის გარდაცვალების დეტალები მისთვის უცნობია.

”ორი კვირის წინ ვიცოდით, რომ ჩემი ბიჭი ჩამოდიოდა. ველოდებოდით აქ ცოცხალს და ასე მოხდა. დანარჩენი არ ჩანს რა მოხდა, მაგრამ საძილე არტერიაა გადაჭრილი. შეიძლება ჩემი ბიჭი ნასვამი იყო და დაწვა, ან უკნიდან მიეპარნენ, თორემ წინიდან რომ მისულიყო, საძილე არტერიაში ვერ ჩაარტყამდა”, - განაცხადა კაციაშვილის მამამ „იმედთან“ საუბრისას.

იხილეთ ასევე: შვეიცარიაში ქართველი მოკლეს - ეჭვმიტანილი მისივე მეგობარია