მთაწმინდაზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს - ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება - კვირის პალიტრა

მთაწმინდაზე ათეულობით მეხანძრე-მაშველი მუშაობს - ხანძრის ქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ერთვება

ცოტა ხნის წინ ხანძარი გაჩნდა თბილისში, მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათეულობით მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა მუშაობს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძრის ჩაკეტვა-ლოკალიზება ორი მხრიდან ხდება.

მათივე ინფორმაციით, უმოკლეს ვადაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთვება.