გოეთეს ინსტიტუტის გამოფენა „საზღვარი“ გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა გახსნა - კვირის პალიტრა

გოეთეს ინსტიტუტის გამოფენა „საზღვარი“ გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა გახსნა

2017 წლის 30 აგვისტოს, 19:00 საათზე საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგინა თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) ჯგუფური გამოფენა „საზღვარი / Die Grenze“, რომელიც ოფიციალურად გახსნეს გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე მიხეილ წერეთელმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორმა ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენმა.

გამოფენაზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი თანამედროვე ახალგაზრდა არტისტის 24 ნამუშევარი (ფოტოები, ვიდეოები, ინსტალაციები, არტ-ობიექტები) სხვადასხვა ქვეყნებიდან: საქართველოდან, გერმანიიდან, უკრაინიდან, ბეროლუსიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან.

ამ გამოფენის ფოკუსში მოქცეული თანამედროვე ვიზუალური არტისტების ახალგაზრდა თაობა საზღვრის თემის მისეულ ასახვასა და ხედვას ერთობლივი მოძრავი გამოფენის სახით პირველად წარმოადგენს.

„საზღვარი“ გოეთეს ინსტიტუტის საგამოფენო პროექტია, რომლის წარდგენა ხდება სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში, კრასნოიარსკში, კიევში, მინსკში,თბილისში, დორტმუნდსა და შუა აზიაში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.

ჯგუფური გამოფენა „საზღვარი“ შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას: ტერიტორიული მონიშვნისა თუ გამოყოფის ასპექტით, საზღვარს, როგორც კულტურულ, პირადსა თუ სოციალურ გამყოფ ხაზს, როგორც განმასხვავებელ საშუალებას „ჩვენსა“ და „სხვებს“ შორის ან საზღვრის საშუალებით სწორედ ამ დიქოტომიის შექმნის შესაძლებლობას. „საზღვარი“ აქ მეტაფორაა, ფიგურა, რომელიც სტატიკური კი არ არის„ არამედ შეთანხმებებისა და ცვლილებების საგანია - ძალზე აქტუალური თემა რუსეთისა და ყოფილი საბჭოთან რესპუბლიკებისთვის, ისევე როგორც გერმანიისა და ევროპისთვის. ამასთანავე ევროპასა და აზიას შორის არსებული გეოგრაფიული და კულტურული საზღვარი წითელი ძაფის როლს ასრულებს. პროექტი ამ თემატიკას შემოქმედებითი თვალსაზრისით უდგება და თავისი მზერა წმინდა პოლიტიკური და ეკონომიკური ხედვების გარდა ხელოვნების განზომილებაშიც გადააქვს. აქ მიზანს წარმოადგენს დიფერენცირებული გარკვევა საზღვრების გავლების პროცესებში, მოტივაციასა და მიზეზებში.

სად მთავრდება ევროპა და სად იწყება აზია? სად მთავრდება აზია, სად იწყება ევროპა? რა გავლენას ახდენენ საზღვრები და ვინ ავლებს მათ? ასე ჟღერს ძირითადი კითხვები ხანგრძლივი შემოქმედებითი პროექტისა „საზღვარი“, რომელიც 2017/18 წლებში ტარდება გოეთეს ინსტიტუტის თანამშრომლობით მის მრავალრიცხოვან პარტნიორ დაწესებულებებთან ერთად. მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, კრასნოიარსკისა და კიევის შემდეგ გამოფენა თბილისში პირველად ჩამოვიდა.

გამოფენის კურატორები: ინკე არნს და ტიბო დე როიტერ (დორტმუნდი/ბერლინი)

გამოფენის დიზაინი: ტიბო დე როიტერ (ბერლინი)

ასისტენტი: კამილ რუო (ბერლინი)

გამოფენის რეალიზება: Liaison des Arts, კაროლა მაჩკე, (ბერლინი)

გამოფენაში მონაწილეობენ: Khinkali juice სოფიო ტაბატაძე და ნადია წულუკიძე (თბილისი, საქართველო),ლულმიდა აჰმედოვა, ოლეგ კარპოვი (ტაშკენტი, უზბეკეთი), ალისა ბერგერი (კიოლნი, გერმანია), აიტეგინ დიუმაილიევი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ნატალია დიუ (ალმაატი, ყაზახეთი), საულე დიუსენბინა (ალმაატი, ყაზახეთი), ფარჰად ფარზალიევი (ბაქო, აზერბაიჯანი), ჰამლეტ ჰოვსეპიანი (აშნაკი, სომხეთი), კატია ისაევა (მოსკოვი, რუსეთი), ოლგა ჟიტლინა (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთ), ანტონ კარმანოვი (ნოვოსიბირსკი, რუსეთი), ალინა კოპიცა (კიევი, უკრაინა), გაიშა მადანოვა (ალმაატი, ყაზახეთი/მიუნხენი, გერმანია), ტაუს მახაჩევა (მოსლოვი,რუსეთი), ელეონორე დე მონტესკიე (ბერლინი, გერმანია), სტანისლავ მუხა (ბერლინი, გერმანია), მარატ რაიმკულოვი (ბიშკეკი, ყირგიზეთი), ალა რუმიანცევა და ალექსეი რუმიანცევი (დუშანბე, ტაჯიკეთი), სერგეი შაბოხინი (მინსკი, ბელორუსია), ალექსანდერ უგაი (ალმაატი, ყაზახეთი), ვირონ ეროლ ვერტი (ბერლინი, გერმანია), Where Dogs Run (ეკატერინბურგი, რუსეთი), ანასტასია ჟივკოვა (კიევი, უკრაინა).

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი:

- ძალიან მიხარია, რომ დღევანდელი გამოფენით ჩვენ ვიწყებთ საქართველო-გერმანიის წლის მეორე ნახევრის ღონისძიებებს. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა თქვენთვისაც საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. ამგვარად, კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული პროექტებით ჩვენ თქვენთან ერთად გვინდა ვიზეიმოთ გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული ინტენსიური ურთიერთობები. გამოფენის სახელწოდება ისევე, როგორც კონცეფცია ძალიან საინტერესოა. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა დაგავფირებს, ახალ იმპულსებს მოგვცემს, რომ სხვა პერსპექტივით შევხედოთ საზღვრების თემას. ხშირად ისმის კითხვები: სად გადის სახელმწიფოებს შორის საზღვარი? ან სად გადის ევროპისა და აზიის საზღვარი? გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა., რომელმაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს „მსოფლიო დარბაზში“ გახსნა საქართველო-გერმანიის წელი, აღნიშნა, რომ ევროპა არის იქ, სადაც არის მთავრობა და სადაც ხალხი დასავლურ ღირებეულებებს აღიარებს. ასე რომ, საქართველო ნამდილად ეკუთვნის ევროპას, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს. ამიტომაც ამბობენ ხოლმე: ჩვენ ვართ ევროპელები. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური განლაგებით, ითავსებს ასევე ხიდის როლს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან გერმანია ინტენსიურად ეხმარება საქართველოს ყველა სფეროში: პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, განათლების, კულტურის მიმართულებებით. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ წელს შეგვიძლია საქართველო-გერმანიის წლის აღნიშვნა, ერთად ვზეიმობთ არა მარტო დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს, არამედ პირველი გერმანელი კოლონისტების საქართველოში ჩამოსვლიდან 200 წლიან ისტორიას. იმედი გვაქვს, რომ ამ მნიშვნელოვანი თარიღების გახსენებით გერმანულ-ქართული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება და გაამართლებს საიუბილეო წლის სლოგანს: „მომავლის მემკვიდრეობა“ , რაც დაკავშირებულია იმ ხიდთან, რომელიც წასრულიდან მომავლისკენ არის გადებული, რომელიც კარგად აკავშირებს წარსულს და მომავალთან.

თბილისის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი:

- საქართველოს ეროვნულ მუზეუმს მადლობა მინდა გადავუხადო, რომ ჩვენი გამოფენის მოწყობის შესაძლებლობა მოგვცა, ასევე დიდი მადლობა გერმანიის საელჩოს საქართველოში და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერისთვის. ეს საგამოფენო პროექტი „საზღვარი“ გულისხმობს მოგზაურობას მთელ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, გერმანული კურატორის კონცეფცია თავისთავად ძალიან საინტერესო და აქტუალურია თანამედროვე ევროპისა თუ აზიისთვის. შესაბამისად, ეს ექსპოზიცია შეისწავლის და ასახავს სხვადასხვა სახის საზღვრებსა და მათ გავლებას. წარმოდგილი არტისტები ინტერესდებიან გარე თუ შიდა საზღვრებით, რომელიც დიდ გავლენას ახდენენ რიგითი ადამიენების ცხოვრებასა და ბედზე. 14-15 სექტემბერს ჩვენ გამოფენაში მონაწილე არტისტებთან შევხედრა-დიალოგი დავგეგმეთ, ისინი გერმანელ კურატორთან ერთად ისაუბრებენ იმ კონფეციის გააზრებასა და განხორიელებაზე, რაც თავის ნამუშევრებში ასახეს.

ვიზუალური არტისტი ფარჰად ფარზალიევი:

- მე ბაქოდან ჩამოვედი სპეციალურად ამ გამოფენისთვის. საზღვრის თემაზე ეს გამოფენა ჩემი დამოკიდებულების გამოხავის საუკეთესო საშუალებაა. მე შევეცადე წარმომეჩინა ზღვარი ტრადიციებსა და ახალ ეკონომიკურ რეალობას შორის. როდესაც ამ ექსოზიციის კურატორმა ინკე არნსიმ ამ მოძრავ გამოფენაში მიმეღო მინაწილეობა, რომელიც მთელი 2 წელი იმოგზაურებდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცესა და გერმანიაში, ძალიან გამეხარდა. შემდეგ შევავაზე ჩემი იდეა, რომ გავაკეთებდი ვიდეო პროექტს Mugham-Karaoke-ს პროექტია, რომელიც უძველეს საუკუნოვან მუსიკალურ სტილს „მუღამს“, აზერბაიჯანულად Muğam-სა და ახალ ტექნოლოგიას - კარაოკეს - ერთმანეთთან აკავშირებს. ჩემი ხედვა მას ძალიან მოეწონა და დავიწყე მუშაობა.1930-იანი წლებიდან 1970-იანებამდე „მუღამი“, ისევე როგორც ზოგადად საბჭოთა ხალხების ტრადიციული მუსიკალური კულტურა ძლიერ სახელმწიფო კონტროლს ექვემდებარებოდა და მისი „პრიმიტიულ ხელოვნებად“ დისკვალიფიკაცია მოხდა. დღეს „მუღამი“ აზერბაიჯანში ტრადიციული ხალხური მუსიკაა, რომლის შენარჩუნებასა და განვითარებას სახელმწიფო ხელს უწყობს. კარაოკე, რომელიც შედგენილია იაპონური სიტყვებისაგან „კარა“ (空, „ცარიელი“) და „ოკე“, როგორც სიტყვა „ორკესტრის“ შემოკლება, აზიაში კულტად იქცა და სხვა კონტინენტებზეც გავრცელდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩემი მოგზაურობისას, განსაკუთრებით კი ევროპაში, არსად მინახავს იმდენი კარაოკე-კლუბი, როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მუღამ-კარაოკე უტოპიაა, რადგანაც „მუღამი“, გარკვეული წესების მიუხედავად, გარკვეულწილად იმპროვიზაციას გულისხმობს. ამასთან, ის აზერბაიჯანულ ენაზე სრულდება, რაც პროცესს ართულებს და სიმღერას მათთვის,ვინც ენის მცოდნე არ არის, თითქმის შეუძლებლად აქცევს. „მუღამ“-კარაოკეს ვიდეოში ინსტრუმენტალური ტრეკი სპირალის სახით ჟღერს. ეკრანზე მოძრაობს ლამაზი პეიზაჟები და წინაპლანზე რეგულარულად ჩნდება ტექსტი „მუღამის“კომპიზიციითურთ.

14 და 15 სექტემბერს მონაწილე არისტებთან გაიმართება შეხვედრა-დისკუსია თემაზე „საზღვარი“, გამოფენა კი თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.