ხანძარი კოხტას მთაზე - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 2 ირანული და 1 ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება - კვირის პალიტრა

ხანძარი კოხტას მთაზე - ცეცხლის ქრობის სამუშაოებში 2 ირანული და 1 ქართული ვერტმფრენი ჩაერთვება

კახეთში, კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია.

"ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტის ცნობით, ტყე ფოთლოვანია და საკმაოდ გაუვალი, რის გამოც მეხანძრე-მაშველებს ხანძრის კერამდე მისასვლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მოუწევთ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში ავიაცია ჩაერთვება. მათი ცნობით, 2 ირანული ვერტმფრენი და 1 ქართული ხანძრის ადგილისკენ უკვე გაფრინდნენ.

"ინტერპრესნიუსი"