"უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა" - რას აცხადებს უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა" - რას აცხადებს უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის საქმეზე?

უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ჩვენ არ დაგვიკავებია დავით სააკაშვილი. კიევის ეროვნულმა პოლიციამ უზრუნველყო საქართველოს მოქალაქის მიყვანა საიმიგრაციო სამსახურის ორგანოებში", - განაცხადა უკრაინის შს სამინისტროს კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა არტიომ შევჩენკომ.

მისი თქმით, დავით სააკაშვილმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, ვინაიდან მისი ბინადრობის უფლება მიმდინარე წლის მარტში გაუქმებულია, მანამდე კი, მას უკრაინაში მუშაობის უფლებაც ჩამოართვეს.

"ჯერ კიდევ მაშინ დავით სააკაშვილი ინფორმირებული იყო უკრაინაში ცხოვრების საფუძვლის არქონის შესახებ. თუმცა, მან დადგენილ ვადაში არ დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია და უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა", - განმარტა არტიომ შევჩენკომ.

მისივე თქმით, ახლა მიღებული იქნება გადაწყვეტილება დავით სააკაშვილის ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ის მოისურვებს, გაგზავნაზე და ასევე ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე.

იხილეთ ასევე: "საიმიგრაციო სამსახური და პოლიცია მას დეპორტაციისთვის ამზადებენ" - რატომ დააკავეს მიხეილ სააკაშვილის ძმა?

"ინტერპრესნიუსი"