"ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა" - მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს - კვირის პალიტრა

"ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა" - მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პარლამენტის წევრმა იური დერევიანკომ განაცხადა.

მისი თქმით, საიმიგრაციო სამსახურის დეპარტამენტის დირექტორი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა, სადაც დავით სააკაშვილი მიიყვანეს.

„კითხვაზე, არის თუ არა დავით სააკაშვილი დაკავებული ან იყენებენ თუ არა დავით სააკაშვილის მიმართ იძულების ელემენტებს, საიმიგრაციო სამსახურის დირექტორმა უარყოფითი პასუხი გასცა, რის შემდეგაც სააკაშვილმა დატოვა განყოფილება“, - აღნიშნა დერევიანკომ.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, პოლიციაში სააკაშვილის ძმისთვის ადმინისტრატიული დარღვევისა და ჯარიმის შესახებ პროტოკოლის და გარკვეულ პერიოდში უკრაინის დატოვების შესახებ დოკუმენტის გადაცემა სურდათ.

„ეს დაკავება უკანონო იყო. ორშაბათს დავით სააკაშვილის წარმომადგენლები სასამართლოს მიმართავენ. ეს სააკაშვილის დაშინების კიდევ ერთი ფორმაა“, - დასძინა მან.

იხილეთ ასევე: "უკრაინაში არაკანონიერად იმყოფებოდა" - რას აცხადებს უკრაინის შს სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ძმის საქმეზე?

"ინტერპრესნიუსი"