დღეს გერმანულ საერთაშორისო სკოლის ახალ შენობას გერმანიის ელჩი განათლების მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გახსნის - კვირის პალიტრა

დღეს გერმანულ საერთაშორისო სკოლის ახალ შენობას გერმანიის ელჩი განათლების მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად გახსნის

2017 წლის 4 სექტემბერს 16:00 საათზე თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალ შენობას საზეიმოდ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი დოქტ. ჰაიკე ფაიჩი, ვიცე პრემიერი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია გახსნიან.

თანამედროვე სასკოლო კამპუსი, რომელიც გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული, ბაგებში გამწვანებულ ადგილას მდებარეობს და მას დიდი გარე ტერიტორია გააჩია. 2017-2018 სასწავლო წელს ახალი შენობა სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის დეკემბერში სკოლის კავშირს 8300 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია იმ პირობით გადასცა, რომ იქ გერმანული საგანმანათლებლო დაწესებულება აშენდებოდა. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა. წელიწადნახევრიანი მშენებლობის შემდეგ, სასკოლო კამპუსი მშობლების, მოსწავლეებისა და მრავალი მოწვეული სტუმრის თანდასწრებით დღეს საზეიმოდ გაიხსნება.

მსოფლიოში არსებულ 140 გერმანულ სკოლებს შორის თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლასაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს.

ეს სკოლა საქართველოში მოსწავლეებს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით სთავაზობს. პარალელურად, სკოლა ინტეგრირებულია საქართველოს საგანმანათლებლო სისტემასთან და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. იგი ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. იგი არ არის მოგებაზე ორიენტირებული და ფინანსდება მშობლებისგან მიღებული სასკოლო გადასახადებით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საჯარო სახსრებითა და შემოწირულობებით. ამჟამად სკოლაში სწავლობენ მოსწავლეები პირველიდან მე-8 კლასამდე და ყოველწლიურად მას ერთი კლასი ემატება. გერმანულენოვან საბავშვო ბაღში, რომელიც სკოლას ეკუთვნის, 60 ადგილია.

მისამართი: წყნეთის გზატკეცილი 63 (ბაგები), თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა