მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით? - კვირის პალიტრა

მიმართა თუ არა მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით?

მეუღლისა და ქმრის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძის ადვოკატი ირმა ბრელიძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულმა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ბრელიძემ Ambebi.ge-სთან საუბარში განაცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია "ვიღაცამ შეგნებულად გაავრცელა".

"მაგდა რამდენიმე კვირის წინ ვნახე და გეგმაშიც კი არ ჰქონია, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა. უფრო მეტიც, ამის კატეგორიული წინააღმდეგია... გამორიცხულია, რომ მას ჩემთან შეთანხმების გარეშე პრეზიდენტთან რაიმე მიმართვა გაეკეთებინა. ეს არის ცრუ ინფორმაცია... ჩემი აზრით, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით საზოგადოება გააღიზიანოს. დღეს მაგდას დედასაც ვესაუბრე, რომელმაც მაგდა რამდენიმე დღის წინ ნახა. მაგდა პაპიძეს არც მისთვის არაფერი მსგავსი არ უთქვამს, პირიქით, პირველივე დღიდან ამის კატეგორიული წინააღმეგი იყო. გაკვირვებული ვარ, რატომ გავრცელდა ეს ინფორმაცია. ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იფიქროს, რომ მაგდა დამნაშავეა და ახლა აღაიარა დანაშაული, რადგან გათავისუფლდეს ციხიდანო" - განაცხადა ბრელიძემ.

გაგრძელება

იხილეთ ასევე: წლის... საუკუნის პროცესი?! - მაგდა პაპიძის საქმე და სააპელაციო სასამართლოს საბოლოო ვერდიქტი