ვაკეში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა - კვირის პალიტრა

ვაკეში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა

არსებული ინფორმაციით, ვაკეში ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ე.წ. პიქსელის შენობასთან მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე დაჭრილი საავადმყოფშია გადაყვანილი.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექის" 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"