"დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ზურგის არეში ორჯერ დაარტყა დანა" - კვირის პალიტრა

"დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ზურგის არეში ორჯერ დაარტყა დანა"

ცოტა ხნის წინ, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ.პიქსელ ცენტრის წინ, ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი, თვითდაზიანება მიიყენა. ერთ-ერთი თვითმხილველის გიორგი ნიაზაშვილის ინფორმაციით, დაინახა, როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი "პიქსელის ცენტრის" მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ორჯერ მიაყენა ზურგში ჭრილობა, ამის შემდეგ კი თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ქალს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა.

მისივე თქმით, მამაკაცი სხვა დროსაც შეუნიშნავს ტერიტორიაზე.

"მამაკაცი ადრეც შემიმჩნევია ტერიტორიაზე. მე როდესაც დღეს დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაარტყა დანა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა", - განაცხადა თვითმხილველმა გიორგი ნიაზაშვილმა.

ვაკეში დაჭრილ ქალს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება ასევე დაჭრილ მამაკაცს, როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, მას საჭირო გამოკვლევები უტარდება.

იხილეთ ასევე: ქმარმა ცოლი ცივი იარაღით დაჭრა - კიდევ ერთი დანაშაული ოჯახური კონფლიქტის მიზეზით

"ინტერპრესნიუსი"