თბილისში რუსეთის მოქალაქეს სამი ადამიანი დაესხა თავს - კვირის პალიტრა

თბილისში რუსეთის მოქალაქეს სამი ადამიანი დაესხა თავს

საბურთალოზე, ალექსიძის ქუჩაზე რუსეთის მოქალაქეს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სადარბაზოში სამი ადამიანი დაესხა თავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძარცვას გულისხმობს.

თავდასხმის შედეგად დაშავებულს რესპუბლიკურ საავადმყოფოში საჭირო კვლევები უტარდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცს სახეზე დაჟეჟილობები აღენიშნება. მისი მდგომარეობა სტაბილურია და ამჟამად მიმღებ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მას საჭირო გამოკვლევები უტარდება. დაშავებული შესაძლოა საავადმყოფოდან დღის ბოლოს გაწერონ.

"ინტერპრესნიუსი"