"სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას" - დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა - კვირის პალიტრა

"სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას" - დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის სახლი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები "ფეისბუკში" თავად პოლიტიკოსმა გაავრცელა.

"მადლობა თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი ყურადღებისა და თანადგომისთვის! ზარები არ წყდება და ქსელშიც უამრავი პასუხგაუცემელი გზავნილი დაგროვდა... ღვთის დიდი წყალობით გადავრჩით უმძიმეს შედეგს, სამი პატარა, მეუღლე და სიდედრი ბეწვზე გადაურჩნენ კვამლით გაგუდვას და დაწვას სახლში, რომელსაც გუშინ ღამით 01:30 ზე გაუჩნდა მოულოდნელად ცეცხლი და დილის 7:30 მდე თბილისის, მცხეთისა და დუშეთის გაერთიანებული ბრიგადები ებრძოდნენ !

იმედი მაქვს, რომ ექსპერტიზა რეალურ ფაქტებთან სრულ შესაბამისობაში დადებს დასკვნას და გამოძიება თავის სიტყვას იტყვის ხანძრის გამომწვევ მიზეზთან დაკავშირებით!", - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.