ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პატიმრები გაიქცნენ? - კვირის პალიტრა

ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრიდან პატიმრები გაიქცნენ?

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან წუხელ რამდენიმე პატიმარი გაიქცა.

აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსთან" ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ბაკურაძემ უარყო.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ იმ პაციენტთაგან, ვისაც არ აქვს სტაციონარის დატოვების უფლება სპეციალური გადაწყვეტილების გარეშე, მათ შორის არიან იძულებით მკურნალობაზე მყოფი პაციენტები და მსჯავრდებულები, არავის სტაციონარი არ დაუტოვებია.

რაც შეეხება ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ მოქალაქე- პაციენტებს, მათ ყოველთვის აქვთ უფლება მოვიდნენ, განაცხადონ ინფორმირებული თანხმობა მკურნალობაზე და ასევე მათი ნებაა, შეწყვიტონ მკურნალობა და წავიდნენ. დღეს ასეთი 20 პაციენტი გაეწერა კლინიკიდან", - განაცხადა გოჩა ბაკურაძემ.

"ინტერპრესნიუსი"