როგორია ვაკეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ვაკეში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

6 სექტემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ "პიქსელ ცენტრთან" ქმარმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა.

ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

უკვე რამდენიმე დღეა ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ სავადმყოფოში განუცხადეს, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და არ გაუმჯობესებულა. იგი ჯერჯერობით კონტაქტური არ არის.

დაჭრილი ქალის მეუღლის მდგომარეობა კი სტაბილურია და მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში გადის. იგი თავს უკეთ გრძნობს.

იხილეთ ასევე: "რამ გადაუტრიალა გონება ისე, რომ საყვარელი ქალი სასიკვდილოდ გაიმეტა, არც შვილების მომავალზე იფიქრა და არც ხანშიშესულ დედაზე?"

"ინტერპრესნიუსი"