სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები - კვირის პალიტრა

სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა - არიან დაშავებულები

გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანთან ერთმანეთს ოთხი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ავარიის შედეგად დაშავებული სამი ადამიანი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საავადმყოფოში განუცხადეს.

მელაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის გოჩა მესხიშვილის ინფორმაციით, ავარიის დროს დაშავებულთაგან ორის, მათ შორის 15 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია მუშაობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"