სააკაშვილი და მისი მომხრეები ლვოვის მიმართულებით მიემგზავრებიან - კვირის პალიტრა

სააკაშვილი და მისი მომხრეები ლვოვის მიმართულებით მიემგზავრებიან

რუსთავი2"-ის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა სასაზღვრო ზონა უკვე დატოვეს. "კურიერის" ჟურნალისტის ინფორმაციით, ისინი ტრანსპორტში უკვე გადანაწილდნენ და ლვოვის მიმართულებით გაემგზავრნენ.

არც მიხეილ სააკაშვილს და არც მასთან მყოფ დეპუტატებს გამშვებ პუნქტზე საპასპორტო კონტროლი არ გაუვლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს-უკრაინა" სასაზღვრო სამსახურში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. "საზღვრის გარღვევა საავტომობილო გამშვებ პუნქტზე მოხდა. არც სააკაშვილს და არც დეპუტატებს სასაზღვრო კონტროლი არ გაუვლიათ. დაახლოებით შვიდასმა ადამიანმა გაარღვია გამშვები პუნქტი", - განაცხადა წყარომ. მისი თქმით, კოლონა ტრასას მიყვება და სკანდირებს "გამარჯვება! გამარჯვება!".

იხილეთ ფოტოგალერეა: მიხეილ სააკაშვილის "იდისეა" პოლონეთიდან უკრაინისკენ