"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება - კვირის პალიტრა

"ჯადოსნური" ადგილი საქართველოში, სადაც 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება

ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, სანამ საქართველოს კურორტები წამყვან ევროპულ კურორტებს სრულფასოვან კონკურენციას გაუწევენ. თუმცა კურორტოლოგთა შეფასებით, საქართველოს ამ კუთხით აქვს ერთი დიდი კოზირი – 103 საკურორტო ზონიდან ერთ-ერთი ისეთი უნიკალურია, რომ მისი უფრო განვითარების შემთხვევაში, წამყვან ევროპულ კურორტებს აქეთ დაუდგებათ კონკურენციის პრობლემა.

სწორედ ეს თქვა ერთმა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ბახმაროში მოხვდა – დასავლეთში ხალხი ათასობით ევროს ხარჯავს, რომ ასეთ ადგილთან ოდნავ მიახლოებულ კურორტზე სულ რამდენიმე დღე გაატაროს, თქვენ კიდევ ცხვირწინ გაქვთ და მიკვირს, რომ არ აფასებთო. მისივე თქმით, ეს იგივეა, ადამიანს ოქრო ჰქონდეს და ეს არ ახსოვდეს. თუმცა ეს რამდენიმე წლის წინ იყო, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... თუმცა, სანამ ცვლილებებზე ვიტყოდეთ, მანამდე ორიოდე სიტყვით ის ვთქვათ, თუ რატომ არის ბახმარო საკურორტო კუთხით მთავარი კოზირი.

საქართველოსა და ევროპის კურორტებისგან განსხვავებით, ბახმაროს უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ ზღვისა და მთის ჰაერის შერწყმა ხდება. მთავარი კი ის არის, რომ მედიკოსთა ინფორმაციით, აქ დასვენების შედეგად სისხლის ფორმულა 21 დღეში იცვლება და ადამიანის იმუნიტეტი მაღლდება. ვიმეორებთ – მხოლოდ 21 დღეში! "ჯადოსნურობა" მდგომარეობს იმაში, რომ ბახმაროში ჰაერი ყოველთვის სუფთა და გამჭვირვალეა, რაც ქმნის გაფანტული ულტრაიისფერი რადიაციის მაღალ დონეს და სწორედ ეს იწვევს ადამიანის დაჩქარებულ გაჯანსაღებას. ჰაერი კი სუფთა და გამჭვირვალე ყოველთვის იმიტომ არის, რომ ბახმარო მესხეთის ქედზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ის ნაძვისა და სოჭის ხეებით დაფარული მარადმწვანე ქვაბულია.

გაგრძელება