მკვლელობა ორთაჭალაში - შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს - კვირის პალიტრა

მკვლელობა ორთაჭალაში - შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს

ორთაჭალაში შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. ავტომობილს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, ნატყვიარი ეტყობა.

მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცია. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, იგი რუსეთში მკვლელობისთვის იძებნებოდა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"