მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა - ერთი დაღუპული და ორი დაშავებული ქობულეთში - კვირის პალიტრა

მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა - ერთი დაღუპული და ორი დაშავებული ქობულეთში

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქობულეთში შემოვლით გზაზე მიკროავტობუსი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"