მიხეილ სააკაშვილის საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს - კვირის პალიტრა

მიხეილ სააკაშვილის საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს

ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებულ საქმეს სასამართლო 18 სექტემბერს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეს ლვოვის ოლქის მოსტისკის დასახლებული პუნქტის სასამართლო განიხილავს.

დღეს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადაეცა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის თანახმად, მას 130-დან 330 დოლარამდე ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

იხილეთ ასევე: "მეკითხებიან, ტიმოშენკოსთან ერთად ვქმნი თუ არა ახალ პარტიას..." - რა შესთავაზა პოროშენკომ სააკაშვილს?