წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა - კვირის პალიტრა

წერეთლის გამზირზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა

"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მიზნით, ფილიალში შეჭრილმა პირმა თავი მოიკლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ წერეთლის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედის შეჭრიდან და საგანგაშო ღილაკზე თითის დაჭერიდან წუთნახევარში პოლიცია ადგილზე მივიდა და მას დანებება შესთავაზა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, მან გასროლა განახორციელა და თავი მოიკლა.

"ინტერპრესნიუსი"