ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა - ბათუმში მომხდარი ავარიისას 8 ადამიანი დაშავდა - კვირის პალიტრა

ერთმანეთს სატვირთო და მიკროავტობუსი შეეჯახა - ბათუმში მომხდარი ავარიისას 8 ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ბადრი პაქსაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაშავებულებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. 3 დაზარალებული ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო ორი არასრულწლოვანი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში მოათავსეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტრპრესნიუსს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"