"თავდამსხმელი ამ უბნელი იყო" - ახალი დეტალები გუშინ მომხდარი ბანკის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე - კვირის პალიტრა

"თავდამსხმელი ამ უბნელი იყო" - ახალი დეტალები გუშინ მომხდარი ბანკის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე

"საქართველოს ბანკის" სერვის ცენტრი, რომლის დაყაჩაღების მცდელობისას ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა, დღეს არ მუშაობს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე იმყოფებოდა. სერცის ცენტრი ექსპერტ-კრიმინალისტებმა, ანაბეჭდების აღების მიზნით სპეციალური საშუალებებით დაამუშავეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ შეიმჩნევა სისხლის კვალი.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ბანკში შეჭრილი პირი ადგილობრივია და წერეთლის გამზირზე ცხოვრობდა.

"ამ უბნელი იყო როგორც ვიცი, მაგრამ ზუსტად სად ცხოვრობდა არ ვიცი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

მათივე თქმით, პოლიცია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა "საქართველოს ბანკის" შენობის უკან მდგარ მანქანასთან, რომლითაც, სავარაუდოდ, გარდაცვლილი გადაადგილდებოდა. მათივე ცნობით, ავტომანქანა სამართალდამცველებმა გამთენიისას წაიყვანეს.

იხილეთ ასევე: ახალი დეტალები "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე, რა დროსაც თავდამსხმელმა თავი მოიკლა

"ინტერპრესნიუსი"