"ინტერფაქსის" რედაქტორი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"ინტერფაქსის" რედაქტორი გარდაცვლილი იპოვეს

სააგენტო "ინტერფაქსის" რედაქტორი იური ნიკიფოროვი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესაცებ სააგენტო РБК-ს "ინტერფაქსის" გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ალექსეი გორშკოვმა განუცხადა.

"ჩვენი რედაქტორი იური ნიკიფოროვი, რომელიც მოსკოვის ოლქში სოციალურ-ეკონომიკური თემებით იყო დაკავებული, გუშინ ღამით მკვდარი იპოვეს", - განაცხადა გორშკოვმა.

მისი თქმით, გამოძიება სხვადასხვა ვერსიებს განიხილავს.

"გავრცელდა ინფორმაცია თვითმკვლელობაზე, თუმცა ამას შეფასება სამართალდამცველებმა უნდა მისცენ. ამის დამადასტურებელი ნიშნები არც კოლეგებისგან, არც მისი ახლობლებისგან შემჩნეული არ ყოფილა. იმედი გვაქვს, გამოძიება ზედმიწევნით სრულყოფილად იქნება ჩატარებული", - აღნიშნა მან.

გავრცელებული ინფორმაციით, იური ნიკიფოროვი სახლის ეზოში ჩამომხრჩვალი მეუღლემ იპოვა.

"ინტერპრესნიუსი"