ახალი შეთავაზება ტრამპისგან - როგორ აპირებს ის ტერორისტებთან ბრძოლას? - კვირის პალიტრა

ახალი შეთავაზება ტრამპისგან - როგორ აპირებს ის ტერორისტებთან ბრძოლას?

ლონდონის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებაა, ტერორიზმთან საბრძოლველად, ინტერნეტი გაითიშოს. ამის შესახებ მან "თვითერის" პირად გვერდზე დაწერა.

"ტერორისტებთან მკაცრი მოქცევაა საჭირო. მათი ძირითადი ინსტრუმენტი ინტერნეტია, ჩვენ უნდა გავთიშოთ და უკეთესად გამოვიყენოთ ის", - წერს ამერიკის ლიდერი.

ლონდონის მეტროში აფეთქების შედეგად, სადაც ვაგონში თვითნაკეთი ბომბი ამოქმედდა, ბოლო ინფორმაციით, 29 ადამიანი დაშავდა.

იხილეთ ასევე: სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა - ტერაქტი ლონდონის მეტროში

"ინტერპრესნიუსი"