ბათუმში მომხდარი ავარიისას პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში მომხდარი ავარიისას პატრულის 2 თანამშრომელი დაშავდა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი დაშავდა. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მსუბუქი ავტომობილი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

ექიმების განცხადებით, პატრულის თანამშრომლებს ძირითადად დაჟეჟილობები აღენიშნებოდათ. ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, იგი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალშია მოთავსებული. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, მას მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და კლინიკა უკვე დატოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 -ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"