ძლიერი აფეთქება თბილისში - დაღუპულია 40 წლამდე მამაკაცი - კვირის პალიტრა

ძლიერი აფეთქება თბილისში - დაღუპულია 40 წლამდე მამაკაცი

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ჟანგბადის ავზი აფეთქდა.

დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია. როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტს შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, კიბერნეტიკის ინსტიტუტის ყოფილ შენობაში რემონტი დასრულდა და შენობის დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობდა. მამაკაციც, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, რემონტის შემდეგ დასუფთავების სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურების წარმომდგენლები. უბედური შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"