"გავიგონე რამდენიმე გასროლის ხმა" - ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

"გავიგონე რამდენიმე გასროლის ხმა" - ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს

თბილისში, ტაშკენტის ქუჩაზე მაღაზია დააყაჩაღეს. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ყაჩაღობის ადგილას რამდენიმე გასროლის ხმა გაიგო.

მისი თქმით, ის მაღაზიაში წყლის საყიდლად შევიდა, როდესაც ყაჩაღობის ფაქტს შეესწრო.

"წყლის საყიდლად შევედი და დავინახე ვიღაცა, შავებში ჩაცმული კაცი. დარბოდა და დახლებს ეჯახებოდა. ჩემმა მეგობარმა დაინახა, რომ ისროდა და შემდეგ გამოიქცა გარეთ. მეც გამოვიქეცი, შემეშინდა. მერე რამდენიმე გასროლის ხმა გავიგონე", - აცხადებს თვითმხილველი.

სამართალდამცავებმა ყაჩაღობაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიმდინრეობს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"