ტრაგედია ბაღდათში - შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა - კვირის პალიტრა

ტრაგედია ბაღდათში - შვილმა მამა მოკლა, დედა კი დაჭრა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში შვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მამა მოკლა, დედა კი დაჭრა. მკვლელობა სანადირო თოფით არის ჩადენილი.

სავარაუდოდ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული პირი სრულწლოვანია, თუმცა ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის დაწესებულებაშიც მკურნალობდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. მათივე ინფორმაციით, საქმეზე ძიება მე-11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"