ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

19 სექტემებრს, მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსასთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი 60 კილომეტრის სიღრმეში, ქალაქიდან 49 კილომეტრში დაფიქსირდა.

სტიქიას ნგევა მოჰყვა, დაღუპულთა რიცხვმა 250-ს მიაღწია. მექსიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ნგრევის მასშტაბი ისეთი იყო, მსხვერპლთა რიცხვი, სავარუდოდ, კიდევ გაიზრდება.

მექსიკის განათლების მინისტრის აურელიო ნუნიეს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად სკოლაში ნგრევას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა.

"სამწუხაროდ, ამ წუთისთვის უკვე 30 დაღუპულია, 11 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, სამაშველო ოპერაციები გრძელდება", - განაცხადა აურელიო ნუნიემ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში.

ქვეყნის პრეზიდენტის ენრიკე პენია ნიეტოს ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ კიდევ 50-ზე მეტი ადამიანია დაკარგული.