თელავის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და დაიწვა - კვირის პალიტრა

თელავის მუნიციპალიტეტში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში ავტომანქანა განათების ბოძს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის დროს „სუბარუს“ მარკის ავტომობილში ორო მგზავრი იმყოფებოდა. ორივე მათგანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ერთ-ერთს ლოკალური დამწვრობა აღენიშნება, მეორეს კი სხეულის 20 % აქვს დამწვარი.

"ინტერპრესნიუსი"