"ჰეი, თქვენ, არაგველებო..." - როგორ აღინიშნება კრწანისის ომში დაცემული არაგველების ხსენების დღე - კვირის პალიტრა

"ჰეი, თქვენ, არაგველებო..." - როგორ აღინიშნება კრწანისის ომში დაცემული არაგველების ხსენების დღე

24 (ძველი სტილით, 11) სექტემბერს, საქართველოში, წმინდანად შერაცხული 300 არაგველის ხსენების დღე აღინიშნება.

წელს 300 არაგველის ღვაწლის აღსანიშნავად, კრწანისში, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დააბრძანებენ 300 არაგველის სახელობის ხატს, სადაც დილით 10 საათიდან დაიწყება წირვა. წირვის შემდეგ, 12 საათიდან კრწანისის ველზე, გაიმართება 300 არაგველის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

გადმოცემით, კრწანისის ომში ღალატით დამარცხებულ მეფე ერეკლეს აღა-მახმად-ხანმა ქალბალი ხანის 4000-კაციანი ჯარი დაადევნა, 14 სექტემბერს, ახალი სტილით, 27-ში ფშავ-ხევსურები ისევ სამასნი დაუხვდნენ ჟინვალთან ხანს და კუდით ქვა ასროლინეს...

შესაბამისად, ღონისძიება გაიმართება ჟინვალშიც, სადაც 27(14) სექტემბერს, 14 საათზე 300 არაგველის მემორიალთან პარაკლისს გადაიხდიან, 15 საათზე კი ღონისძიება დაიწყება. დაინთება სამასი სანთელი და წინაპართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისულები წითელი ღვინით და პურით გმირულად დაცემულთა შესანდობარს იტყვიან.

იხილეთ ასევე: ტაძარი, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო