"ერთხელ ატყდნენ, იტალიურად ნუ მღერით, რუსულად უნდა იმღეროთო" - ვინ და რატომ შეასრულა ქართულ სცენაზე "ტრუბადური" სომხურად? - კვირის პალიტრა

"ერთხელ ატყდნენ, იტალიურად ნუ მღერით, რუსულად უნდა იმღეროთო" - ვინ და რატომ შეასრულა ქართულ სცენაზე "ტრუბადური" სომხურად?

საბჭოთა პერიოდში ხშირად ხელისუფლებაში მყოფნი იმდენად იყვნენ საბჭოთა და კომუნისტური პროპაგანდით გატაცებულნი, ისე ცდილობდნენ ცენტრისთვის ესიამოვნებინათ, ხშირად ყოვლად აბსურდულ ვითარებაში ვარებდებოდნენ, უმეტესად მაშინ, როდესაც თანამდებობებზე ყოვლად გაუნათლებელი ადამიანები ხვდებოდნენ.

ქართველის საოპერო მომღერალი და ლიტერატორი, პედაგოგი და მოაზროვნე ნოდარ ანდღულაძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" იხსენებდა:

"ანეკდოტივით ამბავი გამახსენდა ახლა: ერთხელ ატყდნენ, იტალიურად ნუ მღერით, რუსულად უნდა იმღეროთო. მე და ცისანა ტატიშვილი ვმღეროდით იტალიურად ათეული წლები და მაშინ გაახსენდათ რატომღაც. "ტრუბადურიდან" მოხსნეს ცისანა და მეც მიმაყოლეს. მეორე დღეს სპექტაკლი იყო დანიშნული, რა უნდა ექნათ? ტელეფონით ლეონორა გამოიძახეს ერევნიდან. დადგა ეს ქალი და სომხურად არ იმღერა "ტრუბადური"?! პარადოქსებით სავსეა ცხოვრება..." (იხილეთ სრულად: "თეატრში შტატი არ ჰქონდათ, ამიტომაც მეხანძრედ ჩამრიცხეს...")