ვინ არის შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იპოვეს - კვირის პალიტრა

ვინ არის შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იპოვეს

შარტავას ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. მეზობლების განცხადებით, მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ტაკიძეა. ის დღეს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.

მეზობლების ინფორმაციით, ზურაბ ტაკიძე მეშვიდე სართულზე ცხოვრობს, თუმცა ის მეზობელმა დაჭრილი მეოთხე სართულზე ნახა. რა ვითარებაში მოხდა მისი დაჭრა, ამ დრომდე უცნობია.

თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს, თუმცა, ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი არ დაადასტურეს. ტაკიძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნება და საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული. მისი მდგომარეობა კრიტიკულია და რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"