როგორია ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ზემო ფონიჭალაში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

25 სექტემბერს ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გადმოვარდა. პატარა გუშინ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა თინათინ იმერლიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ფილტვის დაჟეჟილობა.

"გარკვეული პერიოდი მოუწევს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. ფილტვის დაჟეჟილობაა, დრენაჟია ჩადგმული, სისხლი და ჰაერი იყო პლევრაში. ჯერჯერობით მოზარდი ძილის მდგომარეობაშია და სტაბილურად მძიმედაა", - განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.

ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმებიც აქვს.

მომხდართან დაკავშირებით 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი მარინა გოგოლაძე, ასევე აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

იხილეთ ასევე: ზემო ფონიჭალის 206-ე საჯარო ბაღის დირექტორი, აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ

"ინტერპრესნიუსი"