აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე - გარდაიცვალა ერთი მესაზღვრე, ორი კი - დაშავდა - კვირის პალიტრა

აფეთქება საქართველო-დაღესტნის საზღვარზე - გარდაიცვალა ერთი მესაზღვრე, ორი კი - დაშავდა

საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ქართულ საგუშაგოზე აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ქართულ საგუშაგოზე გაზის ბალონი აფეთქდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა და აფეთქების შედეგად ერთი მესაზღვრე გარდაიცვალა, ხოლო ორი დაშავდა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებულები, თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან გადმოყვანილი.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.