თბილისში ყოფილი სახელმწიფო მოხელე ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

თბილისში ყოფილი სახელმწიფო მოხელე ცეცხლსასროლი იარაღით გარდაცვლილი იპოვეს

ისან-სამგორის რაიონში ერწოს ქუჩაზე მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვილი „თბილსერვისის“ თანამშრომელი დავით უგულავაა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცს ვალები ჰქონდა, რის გამოც მან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"