შემზარავი ტრაგედია თბილისში - ავარიას დედის საფლავიდან მომავალი ძმები ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

შემზარავი ტრაგედია თბილისში - ავარიას დედის საფლავიდან მომავალი ძმები ემსხვერპლნენ

თბილისში, კუკიიის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა 26 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ავტომობილში, რომელიც ხეს შეეჯახა ძმები, ტატო და დავით ხუნჯუები და ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები იმყოფებოდნენ. ოთხივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ძმებ ლაშქარავებსაც და ძმებ ხუნჯუებსაც დედები გარდაცვლილი ჰყავთ და სწორედ საფლავიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.