ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს - კვირის პალიტრა

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მუხლის არეში აქვს მიყენებული. აღნიშნულ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"