თელავში 72 წლის მამაკაცი მოკლეს - კვირის პალიტრა

თელავში 72 წლის მამაკაცი მოკლეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში 72 წლის მამაკაცი მოკლეს.

არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია პირი, რომელმაც ამავე სოფელში ორი დღის წინ დედა-შვილი სცემა.

როგორც "ინტეპრესნიუსს" სოფლის რწუნებულმა ბონდო მიქაძამ განუცხადა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ახალგაზრდამ თანასოფლელს ბლაგვი საგნით თავში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მისივე თქმით, შემთხვევა წარსულში მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება.

შსს ინფორმაციით, ბრალდებული პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. ორივე შემთხვევაზე გამოძიება 120-ე და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"