3 გოგონას შემდეგ 3 ტყუპი ვაჟი - ქიტაშვილების ბედნიერება - კვირის პალიტრა

3 გოგონას შემდეგ 3 ტყუპი ვაჟი - ქიტაშვილების ბედნიერება

დიდი ბედნიერება ეწვია ქიტაშვილების ოჯახს. 3 გოგონას შემდეგ ბიჭის მოლოდინში, ოჯახში 3 ტყუპი ვაჟი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციასა და ახალდაბადებულის ფოტოებს ღუდუშაურის კლინიკა "ფეისბუკში" ავრცელებს.

"სამმაგი ბედნიერება ქიტაშვილების ოჯახში! 3 გოგონას შემდეგ ვაჟის მოლოდინში, 3 ტყუპი - ნიკა, ილია და გიორგი მოევლინენ ქვეყანას!", - წერია ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის "ფეისბუკის" გვერდზე. (წყარო)