დაპირისპირება სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული - კვირის პალიტრა

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის - ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ადგილობრივებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება სოფელ კუმურდოში მე-10 საუკუნის ტაძრის რესტავრაციის გამო დაიწყო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ადგილობრივების ნაწილმა კულტურის სამინისტროს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე, რომელსაც დაცვის პოლიცია იცავს, შეღწევა სცადა. დაპირისპირების შედეგად ნაცემია დაცვის პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ დასახმარებლად პოლიცია გამოიძახეს.

მომხდარის შედეგად რამდენიმე პოლიციელია დაშავებული. ჯერჯერობით უცნობია არიან თუ არა დაშავებულები ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

სოფელ კუმურდოში იმყოფება შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ვითარებას ადგილზე ეცნობა და მოსახლეობას ხვდება. კუმურდოში მობილიზებულია სპეცრაზმი.

"ინტერპრესნიუსი"