ბათუმში მშენებარე კორპუსის მესამე სართულის ჩამონგრევისას 5 მუშა დაშავდა - კვირის პალიტრა

ბათუმში მშენებარე კორპუსის მესამე სართულის ჩამონგრევისას 5 მუშა დაშავდა

ბათუმში კომპანია "ალიანს პალასის" მშენებლობაზე მესამე სართული ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი მუშა დაშავდა. ისინი ბათუმის სამ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, მათ ძირითადად სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

თვითმხილველების ინფორმაციით, „ალიანს პალასის" შენობის მესამე სართულზე ხარაჩო იმ დროს დაიშალა, როცა ბეტონის ჩასხმის სამუშაოები მიმდინარეობდა.

კომპანიის წარმომადგენლები მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"