ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ გაიმართება - კვირის პალიტრა

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ გაიმართება

ბათუმი საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ მასპინძლობს.

როგორც საქართველოს რკინიგზის პრესსამსახურიდან გვაცნობეს, ღონისძიება 14-15 სექტემბერს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ნავთობისა და სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წარმომადგენლები და ასევე საწვავის მომხმარებლები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ირანიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშორისო კონფერენცია "არგუს კასპიის-შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი-2017“ სს "საქართველოს რკინიგზისა" და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.