ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ქართველი კინოვარსკვლავი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა

ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ლიკა ქავჟარაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ლიკა ქავჟარაძეს 26 ოქტომბერს 58 წელი უსრულდებოდა. ის 1959 წელს არის დაბადებული. ლიკა ქავჟარაძემ ხალხს ყველაზე მეტად ”ნატვრის ხეში”, მარიტას როლით დაამახსოვრა თავი.

მსახიობ ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ყველასთვის საყვარელი მსახიობის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს

იხილეთ ლიკა ქავჟარაძის უკანასკნელი ინტერვიუ