საჯარო რეესტრიდან ამონაწერის გარდა, კიდევ რა დაგჭირდებათ ბინის თუ მიწის ყიდვისას? - რა პრობლემებს ქმნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება?!
საკონსტიტუციო სასამართლომ 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად სცნო სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ნორმატიული შინაარსი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა იურისტებისა თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა თქმითაც, ამ გადაწყვეტილებით უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული რისკები წარმოიქმნება.
"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რას ნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რა გავლენა ექნება უძრავი ქონების ბაზარზე და რას შეცვლის ქვეყანაში.
როგორც "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას, იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა, სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლი, რომელიც კეთილსინდისიერ შემძენს იცავდა. მისივე შეფასებით, ამ გადაწყვეტილებას სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია კერძო სამართლებრივ ურთიერთობებზე.
"საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, ბინის თუ მიწის ყიდვა-გაყიდვის დროს შემძენს უნდა შეემოწმებინა ერთადერთი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, სადაც არ ჩანს აქვს თუ არა ვინმეს ამ ჩანაწერზე საჩივარი შეტანილი. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე პირი ყიდულობდა ქონებას და მისი, როგორც კეთილსინდისიერი შემძენის საკუთრებას ვერასდროს ვერავინ დაემუქრებოდა. სასამართლოს 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდეგ კი ქონების შემძენს, ნოტარიუსს თუ სხვა ავტორიზებულ პირს, მოუწევს არა მხოლოდ საჯარო რეესტრის ჩანაწერს (ამონაწერს) ენდოს, არამედ ისიც გაარკვიოს, ამ ჩანაწერზე საჩივარი ხომ არ არის შეტანილი", - აცხადებს "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას ალაფიშვილი. გაგრძელება
თაია არდოტელი